პაატა მანჯგალაძე – ირაკლი კობახიძე საკუთარი სისუსტის დასამალად გიორგი ვაშაძის დაჭერით იმუქრება

ირაკლი კობახიძე საკუთარი სისუსტის დასამალად, გიორგი ვაშაძის დაჭერით იმუქრება, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც გიორგი ვაშაძის დაპატიმრების საკითხს ეხებოდა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, კობახიძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული არ არის.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი „სკამებისა“ და ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი მას არ აინტერესებს, არც ის პრობლემები და მათი გადაწყვეტა, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს.

მისთვის მთავარი არის სკამის შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერზეა ხელის მომწერი და წამსვლელი. არ მოერიდება არც ოპონენტების დაჭერას, არ დამალა კიდეც, რომ ოცნებობს გიორგი ვაშაძის დაჭერაზე, რისიც, რა თქმა უნდა, არავის ეშინია.

კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის ხელისუფლების სიძლიერის ნიშანი, ეს არის სისუსტე, რადგან ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებზე კარგად არავინ იცის, რომ ისინი არაფერს წარმოადგენდნენ 2012 წლამდე სკამის გარეშე და არაფერი იქნებიან მის გარეშე ხვალაც.

ჩვენი ეროვნული ამოცანა არის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე მთავარია არა ის, რას ვამბობთ ჩვენ, ან რას იტყვის “ქართული ოცნება”, არამედ როგორ შეაფასებენ ამას ევროპელები და ევროკომისია. სწორედ ევროკომისიამ დაუწერა ორიანი “ქართული ოცნების” მიერ შესრულებულ რეკომენდაციას და ახლა ცდილობენ, სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა „სუსის“ მიერაა ორგანიზებული, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს – „სტრატეგია აღმაშენებელი“

პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა „სუსის“ მიერ არის ორგანიზებული და ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. მათი თქმით, ხელისუფლებას არათუ ზრუნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე, არამედ „სკამების“ შენარჩუნებისთვის იბრძვის:

მაღალი სტანდარტის მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ორგანიზებულია სუსის ანუ ხელისუფლების მიერ და მასში უშუალოდ სუსის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. 

ეს უტყუარად დასტურდება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დღეს გავრცელებული კადრებით. 

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას არ აინტერესებს ევროპული, მშვიდობიანი საქართველო, მოქალაქე და მისი პრობლემები. 

მთელი რესურსი გადართული აქვს ძალადობით სკამის შენარჩუნების ამოცანაზე. 

სწორედ ამიტომ აუცილებელია ყველა ძალადობაზე მყისიერი რეაგირება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ყველა უბედურების, მოქალაქის ყველა პრობლემის, სათავე არის მოძალადე ხელისუფლება. 

ჩვენი მხარდაჭერა მიშა მშვილდაძეს! 
არა ძალადობას! 
არა “ქართულ ოცნებას”! “ – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია თქვენი ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოგიტანათ, როგორც რუსს და გაგიშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე” – გიორგი ვაშაძე

„მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.“ – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 7-8 მარტს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მიტანის გამო გიორგი ვაშაძე და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მისაცემი.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, კობახიძის განცხადება არის ძალადობის მორიგი წახალისება და წარმოუდგენელია 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის ტოლობის დასმა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი არჩევნებზე „ოცნებას“ განაჩენს საბოლოოდ გააფორმებს“

“ირაკლი კობახიძის დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება ჩემი როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის. მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.

კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოვებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე.

მე მჯერა საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარ თემას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გარეშე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება:

„შეხვედრა გვქონდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სათაო ოფისში, სადაც შევხვდით რეგიონულ დირექტორსა და სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებს. მთავარი თემა იყო საქართველო – ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები. მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს და მთავარი დასკვნა, რომ სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა და შესაბამისად, რეფორმების არ განხორციელება დააზიანებს აღნიშნულ ორმხრივ ურთიერთობებსაც.“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ

გიორგი ვაშაძე – არის ერთსულოვანი განწყობა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს – ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ.

ოპოზიციონერი ლიდერები კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, კონგრესში გამართული შეხვედრის მთავარ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, ასევე, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.

„რა არის მთავარი საკითხი? – საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, აშშ-მა. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ არ იცავს საქართველოს ინტერესებს, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვჭირდება, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირსა და ნატო-ში და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს განსაცდელი „ქართული ოცნების“ სახით. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამას ყველაფერს გადავლახავთ,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა არჩევნებზე ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია გამოუშვას. მისივე თქმით, ასევე ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს.

„გვქონდა საუბარი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი საჭიროებს მხარდაჭერას, ასევე ყველა ის პატრიოტი, ვინც იბრძვის თავისუფალი საქართველოსთვის. რაც მთავარია, არის ერთსულოვანი განწყობა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვეთ. ვაგრძელებთ შეხვედრებს და ნახავთ, რომ უმაღლეს დონეზე გვექნება ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრები და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი და იქნება ცივილიზებული სამყაროს მძლავრი პარტნიორი,“ – განაცხადა ვაშაძემ.

„USAID-ში შეხვედრაზე  გამოხატული იყო  უპირობო მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და „ნატო“-ში ინგტერაციის გზაზე“ – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები ამერიკასთან ორმხირივი ურთიერთობების გასამყარებლად:

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან. მთავარი ის არის, რომ ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისიები იქნება გამოშვებული საქართველოში, არათუ არჩევნების დღეს, არამედ თვეები გაგრძელდება ეს სადამკვირვებლო მისია. მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ სამოქალაქო სექტორსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ექსპერტულ წრეებს, რათა ქართული დემოკრატია გადარჩეს და საბოლოოდ არ ჩავიძიროთ რუსულ ჭაობში. შეხვედრაზე უპირობო მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს ევროპული და „ნატო“-ში ინგტერაციის გზაზე და ასევე ის, რომ რეფორმები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან რეფორმების გარეშე ვერც ორმხრივი ურთიერთობა განვითარდება და ვერც ევროპულ სტრუქტურებში წევრობა იქნება მიღწეული.“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი – სტრატეგია აღმაშენებელმა აშშ-ს კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ. 

ოპოზიციონერი ლიდერები უკვე შეხვდნენ კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს. გიორგი ვაშაძის თქმით, კონგრესში გამართული შეხვედრის მთავარ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და   ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა:

„რა არის მთვარი საკითხი? – საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, აშშ-მ. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ არ იცავს საქართველოს ინტერესებს, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვჭირდება, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირსა და „ნატო“-ში და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს განსაცდელი „ქართული ოცნების“ სახით და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამას ყველაფერს გადავლახავთ“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა არჩევნებზე გამოუშვას ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია, ასევე ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს:

„გვქონდა საუბარი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი საჭიროებს მხარდაჭერას, ასევე ყველა ის პატრიოტი, ვინც იბრძვის თავისუფალი საქართველოსთვის. რაც მთავარია, არის ერთსულოვანი განწყობა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს და ჩვენ ერთდ აუცილებლად გავიმარჯვეთ. ვაგრძელებთ შეხვედრებს და ნახავთ, რომ უმაღლეს დონეზე გვექნება ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრები. და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი და იქნება ცივილიზებული სამყაროს მძლავრი პარტნიორი.“ – განაცხადა ვაშაძემ

გიორგი ვაშაძე მაღაროელების პროტესტზე – მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით

ის, რაც დღეს ჭიათურაში ხდება, უდიდესი უსამართლობა და ხელისუფლების უდიდესი სირცხვილია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღაროელები მეთოთხმეტე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმებით სრულიად სამართლიანად ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რასაც ნამდვილად იმსახურებენ.

“ის, რაც დღეს ჭიათურაში ხდება, უდიდესი უსამართლობა და ხელისუფლების უდიდესი სირცხვილია. მაღაროელები მეთოთხმეტე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმებით სრულიად სამართლიანად ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რასაც ნამდვილად იმსახურებენ. სირცხვილია ხელისუფლების ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებითაც ექცევა ამ ხალხს. ყველამ კარგად ვიცით, წლებია ჭიათურიდან მილიარდობით დოლარის მანგანუმი გადის ექსპორტზე და ამ დროს ჭიათურას და მაღაროელებს რა სარგებელი? – საერთოდ არაფერი.

ხუთი წელია “ქართული ოცნების” დანიშნული ადამიანი მართავს კომპანიას, წლებია მაღაროელებს უწევთ უმძიმეს პირობებში მუშაობა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. ხელისუფლება ნაცვლად მათი დახმარებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნისა, აუარესებს მათ ყოფას, უმატებს სამუშაო საათებს და ურცხვად აგრძელებს ამ ადამიანების ოჯახების ძარცვას.

სწორედ ამიტომ, ნება იბოძოს ხელისუფლებამ, შეხვდნენ ამ ადამიანებს და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ მათი ყველა მოთხოვნა! მე ჩემი მხრიდან მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით მათ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ

სერგო ჩიხლაძე – აშშ-ში ვიზიტის მიზანია ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ, აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: ნატო-ში გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტიები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავენ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრები გაიმართება, თითქმის, ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტში, მათ შორის სენატსა და კონგრესში. ორმხრივი შეხვედრების მთავარი მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და აშშ-ში საქართველოს გამოწვევების აქტუალიზაციაა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ შეხვედრები ექნება სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ყველა მნიშვნელოვან სააგენტოში, როგორიც არის „ამერიკის განვითარების სააგენტო“. ასევე IRI, NDI და ექსპერტულ წრეებთან. შეხვედრების მთავარი თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება იქნება. იმას, რასაც აზიანებს “ქართული ოცნება”, ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია მოვახდინოთ, ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: ნატო-ში გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტიები”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, გააჟღერონ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საქართველოს არჩევანი არის ნატო და ეროკავშირი. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა აშშ-სთან, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც სააქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, ნატო. ჩვენ გვინდა ამერიკასთან მეტი ეკონომიკური ურთიერთობები, მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და გვინდა, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა. ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის „რუსული რეჟიმისგან“ საქართველოს გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმოდეთ, იმიტომ, რომ საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს რუსულ რეჟიმსა და რუსეთს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარის თქმით, ვიზიტის მთავარ თემებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარღმავება წარმოადგენს, საუბარი იქნება ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც.

„იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში. გვექნება საქართველოს უსაფრთხოების შესახებ საუბარი. ასევე თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ. იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდის ფორმატი ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ქართველი ექსპერტებიც დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საერთო სამოქმედო გეგმას მომდენო პერიოდის მანძილზე, თუ რა უნდა გაკეთდეს,“- აღნიშნა ვაშაძემ.