მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარ თემას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გარეშე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება:

„შეხვედრა გვქონდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სათაო ოფისში, სადაც შევხვდით რეგიონულ დირექტორსა და სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებს. მთავარი თემა იყო საქართველო – ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები. მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს და მთავარი დასკვნა, რომ სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა და შესაბამისად, რეფორმების არ განხორციელება დააზიანებს აღნიშნულ ორმხრივ ურთიერთობებსაც.“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *