გიორგი ვაშაძე მაღაროელების პროტესტზე – მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით

ის, რაც დღეს ჭიათურაში ხდება, უდიდესი უსამართლობა და ხელისუფლების უდიდესი სირცხვილია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღაროელები მეთოთხმეტე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმებით სრულიად სამართლიანად ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რასაც ნამდვილად იმსახურებენ.

“ის, რაც დღეს ჭიათურაში ხდება, უდიდესი უსამართლობა და ხელისუფლების უდიდესი სირცხვილია. მაღაროელები მეთოთხმეტე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმებით სრულიად სამართლიანად ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რასაც ნამდვილად იმსახურებენ. სირცხვილია ხელისუფლების ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებითაც ექცევა ამ ხალხს. ყველამ კარგად ვიცით, წლებია ჭიათურიდან მილიარდობით დოლარის მანგანუმი გადის ექსპორტზე და ამ დროს ჭიათურას და მაღაროელებს რა სარგებელი? – საერთოდ არაფერი.

ხუთი წელია “ქართული ოცნების” დანიშნული ადამიანი მართავს კომპანიას, წლებია მაღაროელებს უწევთ უმძიმეს პირობებში მუშაობა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. ხელისუფლება ნაცვლად მათი დახმარებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნისა, აუარესებს მათ ყოფას, უმატებს სამუშაო საათებს და ურცხვად აგრძელებს ამ ადამიანების ოჯახების ძარცვას.

სწორედ ამიტომ, ნება იბოძოს ხელისუფლებამ, შეხვდნენ ამ ადამიანებს და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილონ მათი ყველა მოთხოვნა! მე ჩემი მხრიდან მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით მათ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *