“ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვლავ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირეს” – გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს.

შეხვედრის მთავარ საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო გეგმები, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენდა.  მხარეებმა ასევე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა განიხილეს. 

გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ასევე ევროპარლამენტარებს რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს მეგობარმა ევროპარლამენტარებმა ევროინტეგრაციის გზაზე კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. 

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციაში, დეპუტატებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *