ტურიზმის განვითარების ქართული მოდელი, სტრატეგია აღმაშენებელი

 

 

 

 

 

ტურისტული სექტორის განვითარება 

 

 

 

 

 

 

2020

ტურიზმის განვითარება

 

ტურიზმი საქართველოში ერთერთი ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა, თუმცა,  მიუხედავად ტურიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობისა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიგვაქვს რიგი პრობლემები, რის გამოც ვერ ვახერხებთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულიად რეალიზებასსტრატეგია ,,აღმაშენებლისგუნდმა შეიმუშავა ტურიზმის განვითარების ქართული მოდელი, რომლის შედეგად 5 წელიწადში:  ქვეყანაში შემოვა 25 მლნ ტურისტი, რომელთაგან სულ მცირე 10% იქნება მაღალ გადახდისუნარიანი ტურისტი, რაც ნიშნავს  5 მლრდ. დამატებით შემოსავალს ქვეყნისთვის და დაახლოებით, 80 000 -მდე სამუშაო ადგილს:

ü  21.000 სამუშაო ადგილი 3000-მდე ახალ პატარა ზომის სასტუმროში

ü  15.000 სამუშაო ადგილი დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში

ü  40.000 სამუშაო ადგილი აპარტჰოტელის ინდუსტრიაში;

ტურისტების მისაღებად მოწესრიგდება/აშენდება განთავსების ობიექტები – სულ მცირე 180 ბრენდული  და გამაჯანსაღებელი სასტუმრო-კომპლექსი რაიონებში და  3 000 “გესთჰაუსი” სოფლებში.

სახელმწიფო მხარს დაუჭერს და წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს რომ საკუთარი სახლები აქციონ გესთჰაუზებად.  გარდა ამისა, ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტიციები ყველა რაიონში სულ მცირე ერთი ბრენდული სასტუმროს და აპარტოტელის გასახსნელად და ასამუშავებლად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამაჯანსაღებელი ტურიზმისა და კურორტების განვითარება. ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 80 – საკურორტო ადგილი, რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე ფუნქციონირებს. თუ საშუალოდ ერთი ტურისტი ხარჯავს 300$, გამაჯანსაღებელ ტურიზმით, ერთ ადამიანს მოაქვს დაახლოებით, 2000$. შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი ტურიზმის განვითარების პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენი გეგმით, ტურისტული ნაკადების მოსაზიდად სახელმწიფო უზრუნველყოფს და აწყობს 4 საერთაშორისო მაშტაბურ ღონისძიებას.

 

საქართველო – ოთხი სეზონის ქვეყანა

1.  საქართველო – ქვევრის ღვინის სამშობლო. თბილისობის დღესასწაულს გარდავქმნათ მსოფლიო ღვინის ყოველწლიურ ფესტივალად. საელჩოებს უნდა დაევალოთ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის ლიდერები, დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მეპატრონენი უცხოეთიდან, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები.

2.         ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება.

3.  საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ხალხებს, ტომებს, ეთნოსებს. ფესტივალი გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

4.    ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი – მუსიკა და ტექნოლოგიები. საქართველო უმასპინძლებს ამერიკის და ევროპის  წამყვანი უნივერსიტეტების წარმატებული სტუდენტებს. ქართველ სტუდენტებთან ერთად ჩატარდება გლობალური სამიტი ტექნოლოგიების მიმართულებით. პარალელურად, ახალგაზრდული სამიტის ფარგლებში ჩატარდება მუსიკის ფესტივალი, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით  რაც დამატებით მიზიდულობის ცენტრს შექმნის ახალგაზრდებისთვის.

მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის განვითარება. ამისთვის ქუთაისსა და ბათუმში ავაშენებთ ორ კონგრესჰოლს, რომელიც უმასპინძლებს ბიზნეს, საქმიან ტურისტებს. გაიმართება საერთაშორისო სამიტები, კონფერენციები, შეხვედრები.  ერთ წელიწადში  მიიღებს დაახლოებით, 500 ათას ბიზნეს ტურისტს, რომელიც ნიშნავს ქვეყანაში შემოსულ სულ მცირე 300 მილიონ დოლარს.

ქვეყანაში დიდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, ასევე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო მიმზიდველი გარემოს შექმნისთვის, მნიშვნელოვანია საჰაერო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა. საქართველო უნდა იყოს მარტივად მისასვლელი.  ამიტომ, აუცილებელია ახალი პირდაპირი ავიარეისები და ხელმისაწვდომი ფრენები. პირდაპირი, ყოველდღიური ავია-რეისების ორგანიზება  დიდ ქალაქებთან, სადაც ფრენის დრო არ აღემატება 3 საათს. მაგალითად – ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი , ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ.

სტრატეგია აღმაშენებლის გეგმით, კულტურის ტრადიციულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე (თეატრი, მუსიკა, კინო და აშ)  ზრუნვასთან ერთად,  განვახორციელებთ საერთაშორისო მნიშვნელობის ე.წ. მეგაპროექტებს, რომელიც ემსახურება მსოფლიოში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და დამატებით იქნება ტურისტების და ინვესტიციების მოზიდვის საშუალება:

ღონისძიებების ჩატარება გადანაწილებული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.  ყველა ღონისძიება იქნება მძლავრი საშუალება ქართული კულტურისა და კულტურის მოღვაწეების პოპულარიზაციისთვის მსოფლიო დონეზე.

შეიქმნება ორი ახალი მუზეუმი ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული:

1.      საქართველო – მსოფლიო ღვინის სანახი. გავაკეთებთ ღვინის ქალაქს, სადაც ყველა ქვეყნის და ტიპის ღვინო იქნება წარმოდგენილი.

2.     მსოფლიო რანგის ეთნოკულტურული მუზეუმი – ინტერაქტიული მუზეუმი, სადაც მსოფლიო ხალხების კულტურები იქნება წარმოდგენილი. მინი მსოფლიო ერთ სივრცეში.