გიორგი ვაშაძე – საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა

საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.

ვაშაძე ენერგოუსაფრთხოების საკითხებს შეეხო და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება თითქმის 100%-თ არის გაზრდილი, რაც საქართველოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორს რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

“ენერგეტიკის სექტორი რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია. ჩვენს რეგიონში მრავალი ქვეყანა რუსეთის მხრიდან მავნე ზეგავლენას განიცდის. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია. თითქმის 100% ნავთობისა შემოტანილია რუსეთიდან, მაშინ, როდესაც ჩვენ სრულად დამოუკიდებელნი ვიყავით ამ თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპულ დონეზე განხილვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათი ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია მოხდეს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *