“მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია თქვენი ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოგიტანათ, როგორც რუსს და გაგიშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე” – გიორგი ვაშაძე

„მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.“ – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 7-8 მარტს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მიტანის გამო გიორგი ვაშაძე და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მისაცემი.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, კობახიძის განცხადება არის ძალადობის მორიგი წახალისება და წარმოუდგენელია 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის ტოლობის დასმა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი არჩევნებზე „ოცნებას“ განაჩენს საბოლოოდ გააფორმებს“

“ირაკლი კობახიძის დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება ჩემი როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის. მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.

კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოვებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე.

მე მჯერა საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *