მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა „სუსის“ მიერაა ორგანიზებული, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს – „სტრატეგია აღმაშენებელი“

პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. 

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა „სუსის“ მიერ არის ორგანიზებული და ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. მათი თქმით, ხელისუფლებას არათუ ზრუნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე, არამედ „სკამების“ შენარჩუნებისთვის იბრძვის:

მაღალი სტანდარტის მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ორგანიზებულია სუსის ანუ ხელისუფლების მიერ და მასში უშუალოდ სუსის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. 

ეს უტყუარად დასტურდება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დღეს გავრცელებული კადრებით. 

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას არ აინტერესებს ევროპული, მშვიდობიანი საქართველო, მოქალაქე და მისი პრობლემები. 

მთელი რესურსი გადართული აქვს ძალადობით სკამის შენარჩუნების ამოცანაზე. 

სწორედ ამიტომ აუცილებელია ყველა ძალადობაზე მყისიერი რეაგირება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ყველა უბედურების, მოქალაქის ყველა პრობლემის, სათავე არის მოძალადე ხელისუფლება. 

ჩვენი მხარდაჭერა მიშა მშვილდაძეს! 
არა ძალადობას! 
არა “ქართულ ოცნებას”! “ – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *