თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ბრიუსელში “renew-europe”- ის ფრაქციის
თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და ნიდერლანდების მმართველი პარტიის
„VVD” წარმომადგენელს, მალიკ აზმანის შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის
ლიდერები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე “renew-europe”- ის ფრაქციის
თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და ნიდერლანდების მმართველი პარტიის
„VVD” წარმომადგენელს, მალიკ აზმანის შეხვდნენ.
მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკომისიის მიერ
გაცემულ რეკომენდაციებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მალიკ აზმანმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას სრული მხარდაჭერა
გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოზრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“
კოალიციის ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ,
რომლის მთავარი თემაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *