სერგო ჩიხლაძე – აშშ-ში ვიზიტის მიზანია ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ, აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: ნატო-ში გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტიები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავენ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრები გაიმართება, თითქმის, ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტში, მათ შორის სენატსა და კონგრესში. ორმხრივი შეხვედრების მთავარი მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და აშშ-ში საქართველოს გამოწვევების აქტუალიზაციაა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ შეხვედრები ექნება სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ყველა მნიშვნელოვან სააგენტოში, როგორიც არის „ამერიკის განვითარების სააგენტო“. ასევე IRI, NDI და ექსპერტულ წრეებთან. შეხვედრების მთავარი თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება იქნება. იმას, რასაც აზიანებს “ქართული ოცნება”, ჩვენი ვალია ამის მინიმიზაცია მოვახდინოთ, ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: ნატო-ში გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტიები”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *