„USAID-ში შეხვედრაზე  გამოხატული იყო  უპირობო მხარდაჭერა  საქართველოს ევროპული და „ნატო“-ში ინგტერაციის გზაზე“ – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები ამერიკასთან ორმხირივი ურთიერთობების გასამყარებლად:

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან. მთავარი ის არის, რომ ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისიები იქნება გამოშვებული საქართველოში, არათუ არჩევნების დღეს, არამედ თვეები გაგრძელდება ეს სადამკვირვებლო მისია. მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ სამოქალაქო სექტორსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ექსპერტულ წრეებს, რათა ქართული დემოკრატია გადარჩეს და საბოლოოდ არ ჩავიძიროთ რუსულ ჭაობში. შეხვედრაზე უპირობო მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს ევროპული და „ნატო“-ში ინგტერაციის გზაზე და ასევე ის, რომ რეფორმები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან რეფორმების გარეშე ვერც ორმხრივი ურთიერთობა განვითარდება და ვერც ევროპულ სტრუქტურებში წევრობა იქნება მიღწეული.“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *