ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი – სტრატეგია აღმაშენებელმა აშშ-ს კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ. 

ოპოზიციონერი ლიდერები უკვე შეხვდნენ კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს. გიორგი ვაშაძის თქმით, კონგრესში გამართული შეხვედრის მთავარ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და   ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა:

„რა არის მთვარი საკითხი? – საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, აშშ-მ. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ არ იცავს საქართველოს ინტერესებს, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვჭირდება, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირსა და „ნატო“-ში და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს განსაცდელი „ქართული ოცნების“ სახით და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამას ყველაფერს გადავლახავთ“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა არჩევნებზე გამოუშვას ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია, ასევე ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს:

„გვქონდა საუბარი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი საჭიროებს მხარდაჭერას, ასევე ყველა ის პატრიოტი, ვინც იბრძვის თავისუფალი საქართველოსთვის. რაც მთავარია, არის ერთსულოვანი განწყობა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს და ჩვენ ერთდ აუცილებლად გავიმარჯვეთ. ვაგრძელებთ შეხვედრებს და ნახავთ, რომ უმაღლეს დონეზე გვექნება ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრები. და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი და იქნება ცივილიზებული სამყაროს მძლავრი პარტნიორი.“ – განაცხადა ვაშაძემ

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *