ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას-ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, რომ დაუყონებლივ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით მოხვედრის შესაძლებლობას.

ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი აზრით ნებისმიერი ეჭვი და დაკარგული დრო სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

 „საქართველოს დღეს აქვს უმთავრესი გამოწვევა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

სწორედ უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საქართველო ვალდებულია ნათლად დააფიქსიროს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დააფიქსიროს, არამედ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და არ იქცეს სანქცირებული რუსული პროდუქციის  ტრანზიტად, რადგან მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის დასავლეთი და არა „ქართული ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას, რადგან ამ მიმართულებით არსებული ნებისმიერი ეჭვი და დაკარგული დრო შესაძლებელია სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.  

თუ ფიქრობთ, რომ ასეთი აქტები არ არის საჭირო, მაშინ გვიპასუხეთ,  რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ქართველმა მებაჟემ რუსეთისთვის განკუთვნილი  სანქცირებული ტვირთები? თუ არსებობს, მაშინ გავასაჯაროვოთ და დავარწმუნოთ ამაში საზოგადოება და ჩვენი პარტნიორებიც. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არის არა „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, არამედ ეროვნული კონსოლიდაცია და დასავლელი პარტნიორების მობილიზება თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხზე, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს მმართველი პარტია და დაკავებულია პროპაგანდით და  ცრუ საფრთხეებთან ბრძოლით. ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და სანდოობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში და სანდოობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში “, – სტრატეგია აღმაშენებელი

შევქმნათ მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, მივმართავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხი დაიხუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი შეიქმნას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საჯაროდ ამბობს, რომ არ დაუშვებს საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ეს რომ გარანტირებული იყოს, სპეციალური ნორმების არსებობაა საჭირო.

“დიახ, საქართველოს დღეს აქვს უმთავრესი გამოწვევა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

სწორედ უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საქართველო ვალდებულია ნათლად დააფიქსიროს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დააფიქსიროს, არამედ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და საქართველო არ იქცეს სანქცირებული რუსული პროდუქციის ტრანზიტად, რადგან მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის დასავლეთი და არა „ქართული ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, რომ შევქმნათ მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას. 

მე ვსვამ კითხვას, თუ ასეთი აქტები არ არსებობს, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ქართველმა მებაჟემ ასეთი სანქცირებული ტვირთები? თუ არსებობს, მაშინ გავასაჯაროვოთ და დავარწმუნოთ ამაში ჩვენი პარტნიორებიც. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არის არა “ქართული ოცნება” და “ქართული ოცნების” პოლიტიკა, არამედ ეროვნული კონსოლიდაცია და დასავლელი პარტნიორების მობილიზება თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხზე, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და დაკავებულია პროპაგანდითა და მოსახლეობის ცრუ საფრთხეებით დაშინებით.

“ქართულმა ოცნებამ” პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების გამო “სტრატეგია აღმაშენებლის” დასჯა გადაწყვიტა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლო განიხილავს საკითხს, რომელიც პარტიის მიმართ გამოწერილ ჯარიმებს ეხება.

მისი განმარტებით, საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნების დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან საპენსიო სესხების ინიციატივაზე მოქალაქეების ხელმოწერის შეგროვებისას გამოწერილ უსაფუძვლო ჯარიმებს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, დღევანდელი პროცესი არის გამოცდა სასამართლოსთვის.

„როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ პენსიების სესხის უსამართლო პროცენტის თემის გააქტიურების გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ დასჯა გადაწყვიტა. 2020 წელს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ჩვენ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებდით, რის გამოც თბილისის მერიამ ათობით ათასი ლარის ჯარიმა გამოგვიწერა.

დღეს იმართება სასამართლო პროცესი, სადაც 30 000-ლარიან ჯარიმას ჩვენს პარტიაზე მოსამართლე განიხილავს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნამდვილად ტესტია სასამართლოსთვის, რადგან ვნახავთ, არის თუ არა ეს პოლიტიკური დავალება თუ ობიექტურად მოხდება ამის განხილვა, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური საქმიანობის ხელის არშეშლის კუთხით. მიმაჩნია, რომ პარტიაზე გამოწერილი სანქციები პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი და დემოკრატიის საწინააღმდეგოა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

.

ფაშიზმზე გამარჯვება აღვნიშნოთ 8 მაისს ევროპასთან ერთად

„სტრატეგია აღმაშენებლი“ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტშია აღნიშნული, საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს. ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი.

„მეორე მსოფლიო ომის დასრულება და ნაციზმზე გამარჯვება დასავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილში 8 მაისს აღინიშნება (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.). ქვეყანათა დანარჩენი ნაწილი კი ამ დღეს 9 მაისს აღნიშნავს (რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი და ა.შ.).

რადგან რუსეთი ისტორიას და თარიღებს იყენებს ე.წ. „რუსული მსოფლიოს“ იდეოლოგიურ ინსტრუმენტად, მნიშვნელოვანია მკაცრად განვსაზღვროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციაზეა საქართველო, რომელ ცივილიზაციას მივაკუთვნებთ თავს.

საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს.

ჩვენ ამ ინიციატივით არათუ არ უარვყოფთ, არამედ პირიქით ხაზს ვუსვამთ ქართველი ხალხის ნაციზმზე გამარჯვებაში შეტანილ წვლილს. მიუხედავად იმისა, რომ ომის მონაწილეები წლების მანძილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ საბჭოთა იმპერიის მიერ თავს მოხვეულ 9 მაისის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამარჯვების აღნიშვნა მოხდეს 8 მაისს დასავლეთთან ერთად.

უფრო მეტიც, ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ის არ ჩაიკარგოს და არ გახდეს ე.წ. უკვდავი პოლკის რუსული ნაციონალისტური იდეის ნაწილი, რომლის პროპაგანდირებასაც დღემდე დაჟინებით ცდილობს პუტინის რუსეთი.

ამ ინიციატივით ჩვენ უარს ვამბობთ საბჭოთა წარსულზე და არა იმ დამსახურებაზე, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმით. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო არის არა 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ შექმნილი საბჭოთა საქართველოს, არამედ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური და იდეოლოგიური მემკვიდრე.

აღნიშნული ინიციატივით გვინდა კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა, რუსულ გავლენებს საქართველოში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

მოაწერე ხელი პეტიციას: https://manifest.ge/item/3710

8 მაისი

  1. აშშ
  2. დიდი ბრიტანეთი
  3. საფრანგეთი
  4. ლიეტუვა
  5. ლატვია
  6. ესტონეთი
  7. კანადა
  8. ჩეხეთი
  9. სლოვაკეთი
  10. პოლონეთი
  11. ნორვეგია

9 მაისი

  1. რუსეთი
  2. ბელორუსია
  3. მონღოლეთი
  4. ტაჯიკეთი
  5. ყაზახეთი
  6. ყირგიზეთი
  7. აზერბაიჯანი
  8. სომხეთი
  9. მოლდოვა

“სტრატეგია აღმაშენებელი” პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქმნის

“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ქმნის. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი ორშაბათიდან, 14 თებერვლიდან ამოქმედდება და მისი ფუნქცია პენსიონერების უფლებების სამართლებრივი დაცვა იქნება.

ცენტრს პარტიის წევრი თეონა ჭალიძე უხელმძღვანელებს.

“პარლამენტში ვქმნით პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს. ნებისმიერ პენსიონერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, დევნილს, ვისაც სამართლებრივი პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ნომერზე და დეტალურად გავივლით თქვენს ყველა პრობლემას. ასობით ადამიანმა უკვე გამოგვიგზავნა ინფორმაცია საკუთარ სასესხო საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ძალიან ხშირად ხდება ადამიანების მოტყუება, არასწორი გადაწყვეტილებების მიღება ბანკების მხრიდან, რის გამოც ეს ადამიანები წლების განმავლობაში იჩაგრებიან. ამ ცენტრს ექნება ფუნქცია, რომ თქვენი უფლებები დაიცვას, ძვირფასო პენსიონერებო. ამ ცენტრს უხელმძღვანელებს თეონა ჭალიძე პარლამენტში, ჩვენს აპარატში. როგორც სოციალურ ქსელით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით და პარლამენტში მობრძანებით, შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება და თითოეულ თქვენს პრობლემა მივყვებით ბოლომდე”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე – ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც ვიქნები, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, დრო მოჭამა იდეებმა – ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის” გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა

ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც მე ვიქნები, არის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ვფიქრობ, დრო მოჭამა იდეებმა – ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის” გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი” დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას, რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, ინდივიდუალურ შემთხვევებში გადაწყვეტს, ითანამშრომლოს თუ არა სხვა პარტიებთან.

„ამ სტრატეგიიდან (“ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია) გამომდინარე “ქართული ოცნება” ფაქტია, რომ დღესაც ხელისუფლებაშია და სწორედ ეს უნდა “ქართულ ოცნებას”, რომ ყველა გახადოს “ნაციონალური მოძრაობა”, რომ მერე ილაპარაკოს – “ყველანი “ნაციონალური მოძრაობა” ხართ და მე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში”. ამიტომ ჩვენი ამოცანაა განსხვავებული მიდგომების ჩვენება. ყველა თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად ვიღებთ საერთო პროცესში მონაწილეობას და სად არ ვიღებთ მონაწილეობას. უფრო მეტიც, საპენსიო სესხების შემცირების წესზე თუ დაგვთანხმდება “ქართული ოცნება”, მათთანაც კი ვიქნები კოორდინაციაში, თუ მისცემენ ხმას იმ კანონპროექტს, რაც ინიცირებული გვაქვს. იმ გარღვევით ტექნოლოგიურ რეფორმაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს მომზადებული, თუ უმრავლესობა დაგვეთანხმება, მადლობას ვეტყვი, მივიღებთ ამ კანონს და თითოეული თქვენგანი ეკონომიკურად იგრძნობთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება. სწორ საკითხებზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ სათანამშრომლოდ”, – განაცხადა ვაშაძემ.

სერგო ჩიხლაძე – პარლამენტს აზრი არ აქვს, კომისიას აზრი არ აქვს, ლაპარაკს აზრი არ აქვსო – აბა, რა გავაკეთოთ, მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს, შევეგუოთ, წინასწარ საფლავის ქვები დავიდგათ და ჩავწვეთ

პარლამენტს აზრი არ აქვს, კომისიას აზრი არ აქვს, ლაპარაკს აზრი არ აქვს – აბა, რა გავაკეთოთ? მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს, შევეგუოთ და წინასწარ საფლავის ქვები დავიდგათ, ჩავწვეთ და „არაფერი გვეშველებაო“ ვთქვათ , – ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნას აზრი არ აქვს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი ბერკეტია და ყველაფრისადმი სკეპტიკურად შეხედვა პოლიტიკოსის მხრიდან არ არის სწორი.

„შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომისია იყო შექმნილი. ეს კომისია მაშინ შეიქმნა, როცა მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, საერთოდ შესული არ იყო პარლამენტში. 50/50-ზე არ გამოდიოდა. მეორე, რაოდენობრივად ავიღოთ, რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო ჯამურად წინა პარლამენტში და რამდენია ახლა? ახლა არის ორჯერ მეტი თითქმის.

ეს არ ვარგა, ის არ ვარგა, კომისია არ შექმნა, აბა, რა გავაკეთოთ? მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს და შევეგუოთ და წინასწარ საფლავის ქვები დავიდგათ, ჩავწვეთ და არაფერი არ გვეშველებაო ვთქვათ. არ არის ეს სწორი, მით უმეტეს პოლიტიკოსებისგან როდესაც ისმის ეს. ზუსტად კომისიებია ერთ-ერთი ბერკეტი.

ყველაფრისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება არ არის სწორი. პარლამენტს აზრი არ აქვს, კომისიას აზრი არ აქვს, ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმას აზრი არ აქვს, მაშინ გვანახონ ამ ბატონებმა გზა თვითონ. გვანახონ და მოგყვებით, კი ბატონო. გვანახეთ რას აქვს აზრი და მოგყვებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წყარო: interpressnews

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

როგორც ვაშაძის მიმართვაშია აღნიშნული, აუცილებელია საქართველოში სწრაფად დაიწყოს ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მუშაობა, მოხდეს შესაბამისი ინიციატივების რეგისტრაცია საკანონმდებლო ორგანოში და შეიქმნას „კრიპტო კოდექსი“.

„თანამედროვე ეპოქაში, საქართველოს მსგავს ქვეყნებს აქვთ საშუალება, იყვნენ ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ არამარტო რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიური ცენტრი. ამისთვის აუცილებელია, რომ:

1. ქვეყანაში დაინერგოს ელექტრონული მმართველობა და გატარდეს თანმდევი სხვა რეფორმები.

2. შეიქმნას სპეციალური საგადასახადო სისტემა და ხელსაყრელი რეგულაციები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.

3. უნდა შევქმნათ „კრიპტო კოდექსი”, რომელიც იქნება პირველი მარტივი, ზუსტი და ჩარჩოებში მოქცეული გზამკვლევი ამ ინდუსტრიისთვის, რა მიმართულებითაც პირველ ნაბიჯებს დგამენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც შეიმუშავებს მარტივ რეგულაციებსა და რეგისტრაციის ფორმებს კრიპტო სფეროს, ფინტექ და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებისთვის. ეს ყველაფერი კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მილიარდობით ინვესტიცია მოვიზიდოთ, შევქმნათ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და გავაკეთოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი. ეს საშუალებას მოგვცემს, უახლოეს 4-5 წელიწადში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან 7%-მდე სწორედ ტექნოლოგიების სფეროთი იქნება წარმოდგენილი და უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იქნება ამ სფეროში დასაქმებული. “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს გვაქვს დეტალურად დამუშავებული პროექტი “ბლოქჩეინ ტექნოლოგიური ქალაქის” სახით, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, ისრაელის, აშშ-ს, უკრაინის, ბელარუსის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მაგალითებს. მიუხედავად ბელორუსში არსებული პოლიტიკური ვითარებისა იქ უკვე არსებობს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცენტრი, უკრაინა აქტიურად მუშაობს ე.წ. “დია სიტის” შექმნაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ბევრი ის იდეა, რომელზეც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ და განვიხილავთ სხვადასხვა ფორუმებზე. თურქეთი აქტიურად მუშაობს კრიპტო ინვესტორებისა და კომპანიების მოზიდვაზე, თურქეთის მთავრობა მზადაა ამ ინოვაციების მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

2017 წელს ჩვენ გვქონდა “ბლოკჩეინ ქალაქის” ინიციატივა, რასაც ახლა თანამედროვე სამყაროში განვითარებული ქვეყნები, სახელმწიფოები თუ ქალაქები განიხილავენ, მაგალითად როგორიცაა დუბაი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც “ჭკვიანი ქალაქი”, თუმცა ამ პროცესს სამწუხაროდ საქართველოში არ მოჰყვა შესაბამისი მხარდაჭერა, რის გამოც ქვეყანამ დაკარგა ინვესტიციები, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა და მინიმუმ ხუთი წელი ამ მიმართულებით განვითარებისთვის. საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო და აუცილებელია სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტის ფართო ჩართულობით განხილვა.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოდით დავიწყოთ ღია მსჯელობა გასატარებელ რეფორმებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა საპარლამენტო მექანიზმი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს შესაბამისი ინიციატივების რეგისტრაცია საკანონმდებლო ორგანოში.

მივმართავ უმრავლესობას, რომ ეს შესაძლებლობა არ არის პარტიული კუთვნილების ან ვიწრო პარტიულ ჭრილში განსახილველი საკითხი და ამ შემთხვევაში მაინც შევძლოთ საქმეზე ორიენტირებული მსჯელობა, რადგან განვითარების ეს დიდი შანსი არ გავუშვათ ხელიდან.

მივმართავთ პრემიერ მინისტრს, თუ მას რეალურად სურს საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ცენტრის როლის რეალიზება რაზეც ხშირად საუბრობს, დანიშნეთ შეხვედრა სადაც განვიხილავთ თავისუფალ ზონებზე და ბლოკჩეინ კრიპტო ქალაქზე ჩვენს მიერ მომზადებულ ინიციატივებს. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში მთავრობას გავუზიაროთ ჩვენს მიერ დამუშავებული ყველა მასალა რათა დროულად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და საქართველომ დაიწყოს სწრაფი განვითარება ტექნოლოგიური მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ყველა ოჯახს. “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ღია დისკუსიებს ამ მიმართულებით და გვსურს ეს პროცესი განვავითაროთ საზოგადოების ფართო ჩართულობით და ნებისმიერი ადამიანს მივცეთ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიების განვითარების სფეროთი”, – ნათქვამია გიორგი ვაშაძის მიმართვაში.

თეონა აქუბარდია: არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს რუსეთი ხსენებული იქ, სადაც აგრესიაზეა საუბარი, არ არსებობს

ის განსხვავება, რომელიც რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით არსებობდა, უნდა ვანახოთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს არ გაითვალისწინა, არამედ ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ მინიმუმ ესმოდეს, რატომ ვერ შედგა ერთობა,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს რუსეთი ხსენებული იქ, სადაც აგრესიაზეა საუბარი, არ არსებობს. მით უფრო იმ ფონზე, რომ ოკუპანტ ქვეყანას სახელი უნდა დავარქვათ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

თუ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო აუცილებელია დამოუკიდებელი ინსტიტუციები – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს ძლიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით:

,,თუ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, დიახაც, აუცილებელია დამოუკიდებელი ინსტიტუციები – დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, დამოუკიდებელი სახალხო დამცველის ინსტიტუტი, დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწევნილობებით კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, არამედ მიიღებს საქართველოს მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე.

აი, ამაზე მიგვითითებს ქალბატონი კელი დეგნანი და ამაზე მიგვითითებენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ჩვენ ვერ გავხდებით ცივილური ქვეყანა, თუ ამ ინსტიტუციებს არ ავაშენებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: paraleli.ge