ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას-ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, რომ დაუყონებლივ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით მოხვედრის შესაძლებლობას.

ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი აზრით ნებისმიერი ეჭვი და დაკარგული დრო სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

 „საქართველოს დღეს აქვს უმთავრესი გამოწვევა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

სწორედ უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საქართველო ვალდებულია ნათლად დააფიქსიროს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დააფიქსიროს, არამედ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და არ იქცეს სანქცირებული რუსული პროდუქციის  ტრანზიტად, რადგან მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის დასავლეთი და არა „ქართული ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას, რადგან ამ მიმართულებით არსებული ნებისმიერი ეჭვი და დაკარგული დრო შესაძლებელია სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.  

თუ ფიქრობთ, რომ ასეთი აქტები არ არის საჭირო, მაშინ გვიპასუხეთ,  რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ქართველმა მებაჟემ რუსეთისთვის განკუთვნილი  სანქცირებული ტვირთები? თუ არსებობს, მაშინ გავასაჯაროვოთ და დავარწმუნოთ ამაში საზოგადოება და ჩვენი პარტნიორებიც. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არის არა „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, არამედ ეროვნული კონსოლიდაცია და დასავლელი პარტნიორების მობილიზება თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხზე, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს მმართველი პარტია და დაკავებულია პროპაგანდით და  ცრუ საფრთხეებთან ბრძოლით. ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და სანდოობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში და სანდოობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში “, – სტრატეგია აღმაშენებელი

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *