სერგო ჩიხლაძე – არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა, ყველა ასეთი ადამიანი დასანქცირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მორიგი შეხვედრა გამართეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები საქართველოში ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას არ დაუშვებენ.

“შეხვედრების მეოთხეა დღე ვაშინგტონში. დღევანდელი შეხვედრები იყო სენატში, კონგრესსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ჩვენი მეგობრების გზავნილი ყველგან საერთოა: 1. დააკვირდებიან მომავალ არჩევნებს და უკვე ახლა იწყება ამ პროცესზე დაკვირვება და მთავარი გზავნილია, რომ არცერთ გაყალბების შემთხვევას აღარ შეეგუება აშშ. 2. როგორც ევროკავშირში, ისე ნატო- ში ინტეგრაციის კუთხით აუცილებელია რეფორმები და ამ რეფორმების “აჯენდას” აკვირდება აშშ და მზად არიან, რომ ყველა ამ პროცესში დაგვეხმარონ. 3. არ იქნება დაშვებული და არავის გაუვა ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდა და ყველა ასეთი ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი, რომ დასანქცირდება ან სხვა სახის ზომები იქნება მათ წინააღმდეგ მიღებული. 4. ეს არის ვიზების გამარტივების საკითხი, საგანმანათლებლო პროგრამები, დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი და მხარდამჭერი პროგრამები აშშ-დან. აი, ეს არის საკითხების ნუსხა, რომლებზეც სრული მხარდაჭერაა აშშ- ს მხრიდან”, – განაცხადა ჩიხლაძემ

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *