გიორგი ვაშაძე ევრონესტის საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში, ბრიუსელში, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს. 

ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება იქნება.

ვაშაძე, ასევე, „ალდესა“ და „რენიუს“ ფრაქციის ხელმძღვანელებს შეხვდება.

„ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ფორმატში გვექნება შეხვედრა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ევროკავშირის პარლამენტის წევრებთან, ასევე, გვექნება შეხვედრები „ალდეს“ და „რენიუს“ ფრაქციის ხელმძღვანელებთან და გარდა ამისა, ვგეგმავთ ვიზიტს ბერლინში, სადაც მთავარი საკითხი კანდიდატის სტატუსი იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *