უმცირესობები

პრეამბულა:

ეთნიკურ-რელიგიური მრვალფეროვნება საქართველოს სიმდიდრე და სიამაყეა. საუკუნეების განმავლობაში, სხვადახვა ეთნოსის  წარმომადგენლები მშვიდობიანად მკვიდრობენ, თანაცხოვრებენ და საკუთარ წვლილს დებდნენ სახელმწიფოს განვითარებაში. სწორედ ეს გამოცდილება უნდა იყოს მრავალფეროვანი საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების სამოქალაქო ინტეგრაციის სწორად წარმართვის მყარი საფუძველი. ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია, ეთნო-კულტურული თავისებურებების ობიექტურად წარმოჩენა და  განსხვავებული ჯგუფების ერთიან სახელმწიფო ორგანიზმში ინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ უნდა იყოს გააზრებული და ყოველდღიურ რეალობაში მნიშვნლოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის განსახორციელებლად. 

 საარჩევნო რეფორმა:

საქართველოს მოსახლეობაში ეთნიკურ უმცირესობათა პროცენტული მაჩვენებელთან გაცილებით დაბალია მათი წარმომადგენლობის მაჩვენებელით ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებში. ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო უფლებასთან ერთად საყურადღებოა პოლიტიკურ პარტიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზიდვის საკითხი. ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, მათი მოსმენა და სამოქალაქო თანამონაწილეობის გაუმჯობესება, ისინი წარდგენილნი უნდა იყვნენ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში. რეგიონული პარტიული სტრუქტურები გაძლიერებულ უნდა იყვნენ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებით. აუცილებელია უწყვეტი თანამშრომლობა ეთნიკურ უმცირესობებთან,  მათი პოლიტიკური ჩართულობის პრეცენდენტების არსებობა და უმცირესობათა კვოტირება. 

ამავდროულად, ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის ბარიერი.  შესაბამისად, არჩევნების დროს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობა და გააზრება მათთვის შეუძლებელი ხდება სწორედ ენის ბარიერის გამო. არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა არც თუ მცირე ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება. აუცილებელია საარჩევნო ბანერების, ბროშურებისა თუ საარჩევნო პროგრამების ეთნიკურ უმცირესობებზე მორგება და სხვადასხვა ენაზე დაბეჭდვა. 

 განათლების რეფორმა:

განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმები დღემდე არასაკმარისი და ხარისხზე ნაკლებად ორიენტირებულია. განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები ართულებს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ინკლუზიის პროცესს და ასუსტებს მათი სოციალური განვითარებისა და მობილობის შესაძლებლობებს.

არაქართულენოვან სკოლებში გამოყენებული სახელმძღვანელოები არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას. პრობლემად რჩება სკოლის მასწავლებელთა კვალიფიკაცია, კადრების დეფიციტი, მოსწავლეთა მხრიდან სკოლის მიტოვების ფაქტები, სახელმძღვანელოების და ბილინგვური განათლების მოდელის არარსებობა და სხვ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია:

  • რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მასწავლებლების გადამზადება პროგრამა;
  • ეთნიკური უმცირესობების უშუალო ჩართულობით ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოჩინდება მათი ღვაწლი და როლი საქართველოს აღმშენებლობაში.
  • არსებული სახელმძღვანელოების ცვლილება, რადგან  საერთოდ არ არის გათვლილი ეთნიკური უმცირესობების ისეთ წარმომადგენლებზე, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა. სახელმძღვანელოების უმეტესობაში ტექსტების ნაწილი ქართულ ენაზეა, ხოლო ნაწილი მათ ენაზე, ამიტომ ფაქტიურად სწავლის პროცესი იშლება, რადგან ვერ იგებენ რა წერია;
  • ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამა;
  • ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებისათვის აუცილებელი სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსები;
  • საგრანტო პროექტები;
  • საქართველოს რეგიონებში სკოლის მოსწავლეების/ახალგაზრდების გაცვლითი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სოციალიზაციას და საქართველოს უკეთ შეცნობას;
  • ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვა;

მედია რეფორმა:

სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო, ეთნიკური ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო უმეტესწილად არაქართული ტელემაუწყებლობებია. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონე ყველაზე მაღალია. საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას და სრულფასოვანი ჩართულობას. ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. აღნიშნული კონვენციის მე-9 მუხლი ცალსახად საუბრობს იმ ვალდებულებებზე, რომლის შესრულებაც ქვეყანას ეკისრება მედიის მიმართულებით:  „მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ყოველი იმ პირის გამოხატვის თავისუფლების უფლება, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, ასევე მოიცავს თავისუფლებას, გააჩნდეს მოსაზრებები და მიიღოს და გასცეს ინფორმაცია და იდეები უმცირესობის ენაზე სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად, მხარეები მათი სამართლებრივი სისტემების ფარგლებში უზრუნველყოფენ, რომ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირები არ განიცდიდნენ დისკრიმინაციას მასმედიის მათთვის ხელმისაწვდომობის მხრივ.“ 

შესაბამისად აუცილებელია:

  • ეთნიკური უმცირესობებზე გათვლილი მედია პლატფორმა;
  • მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • გადაცემები სუბტიტრებით;

 ტურიზმის რეფორმა:

საქართველო უძველესი, მრავალეთნიკურ-რელიგიური ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც სტუმართ-მასპინძლობას ოდითგანვე გამორჩეული ადგილი ეკავა ადამიანთა ყოფიერებაში. ქვეყანაში ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობის განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რომელიც მოითხოვს ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვას და  განვითარებას. ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ტურიზმი საქართველოსთვის არის სასიცოცხლო ეკონომიკური განვითარების ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს შემოსავლის წარმოებას, სამუშაო ადგილების  შექმნას, ახალი ბიზნესების მომრავლებას, ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ახალი პროდუქტების შემუშავებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის განვითარებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ეთნიკურ-რელიგიურ უმცირესობათა წვლილი საქართველოს ისტორიაში და მათი კულტურული მემკვიდრეობები. ტურიზმმა უნდა უზრუნველყოს განურჩევლად ეთნიკურ-რელიგიური მიმდინარეობისა და კომპაქტურად ჩასახლებისა, თავისი მოქალაქეების ისტორიის პოპულარიზაცია და კულტურული მემკვიდრეობების მსოფლიოსთვის გაცნობა. 

უნდა განხორციელდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართომასშტაბიანი კამპანიები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დომინანტ მოსახლეობაში უმცირესობების კულტურის, ტრადიციებისა და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ხელს შეუწყობს გაუცხოების დაძლევას და დაეხმარება საზოგადოებას მიიღოს განსხვავებული კულტურები.  

ეკონომიური რეფორმა:

სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემები განსაკუთრებული სიმძაფრით აისახება ეთნკურ უმცირესობებზე, რადგან მათ გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდებათ ეკონომიკური უფლებების რეალიზებისა და სოციალური სერვისებით სრულფასოვანი სარგებლობისთვის.

უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ხელი უნდა შეეწყოს იმ სფეროებისა და სექტორების განვითარებას, რომლებიც სპეციფიკურია სწორედ იმ კონკრეტული რეგიონისთვის, რაც გულისხმობს კერძო ინიციატივების მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სექტორში და გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობას.

ასევე, სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური აქტივობის მიზნით უმცირესობებზე გათვლილი სტარტაპების, გრანტების, ბიზნესიდეები და ინდუსტრიული ცენტრების მხარდაჭერის წახალისები. 

გენდერული მეინსტიმინგი:

გენდერული პრობლემატიკა ქვეყნის გენდერული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანია ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა, საჭიროებებისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა, გენდერული ნიშნით უთანასწორობის და ძალადობის აღმოფხვრა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა და წახალისება.