სერგო ჩიხლაძე – თუ ნიკა გვარამია დღეს არ გათავისუფლდება, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებას სამართალთან არავითარ კავშირში არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, თუ ის დღეს არ გათავისუფლდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ.

„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, გვაქვს თუ არა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და საერთოდ, სამართალთან თუ აქვს საერთო ამ სასამართლოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთა პროტესტს გამოხატავს პლაკატებით. ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო, სამართალთან არავითარ კავშირში არ არის ნიკა გვარამიას დაკავება და ის ბრალი, რომლითაც ის არის დაკავებული. რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა აღნიშნულია ევროკავშირის ყველა რეზოლუციაში. შესაბამისად, თუ ის დღეს არ გათავისუფლდება, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *