“სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა სააპელაციო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით აქცია გამართეს.
მათ ხელში ეკავათ ბანერები წარწერით: „თავისუფლება ნიკას“, „არა უსამართლო სასამართლოს“ და სხვა.
„სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდები გამოხატავენ პროტესტს პლაკატებით, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სასამართლო და გვარამიას დაკავება სამართალთან არანაირ კავშირში არ არის”, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ.
წყარო: www.interpressnews.ge
Add a Comment