“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ამერიკაში ვიზიტის დეტალებიც გააცნეს.
პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„მადრიდის სამიტი ახლოვდება. სამწუხაროდ, ვფიქრობ, “ქართული ოცნება” არ მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენმა ამერიკაში ვიზიტმა დაგვანახა, რომ შეგვიძლია უფრო ღრმა თანამშრომლობის საკითხები დავაყენოთ. მათ შორის, საქართველომ მაპ-ის მოპოვებასთან დაკავშირებით საკითხი კვლავ უნდა დააყენოს. უკრაინასთან დაკავშირებით მსჯელობებია, რომ შეიძლება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გარღვევა იყოს და ამ გარღვევაში აუცილებლად უნდა იყოს საქართველოც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Add a Comment