სერგო ჩიხლაძე – პარლამენტს აზრი არ აქვს, კომისიას აზრი არ აქვს, ლაპარაკს აზრი არ აქვსო – აბა, რა გავაკეთოთ, მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს, შევეგუოთ, წინასწარ საფლავის ქვები დავიდგათ და ჩავწვეთ

პარლამენტს აზრი არ აქვს, კომისიას აზრი არ აქვს, ლაპარაკს აზრი არ აქვს – აბა, რა გავაკეთოთ? მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს, შევეგუოთ და წინასწარ საფლავის ქვები დავიდგათ, ჩავწვეთ და „არაფერი გვეშველებაო“ ვთქვათ , – ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნას აზრი არ აქვს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი ბერკეტია და ყველაფრისადმი სკეპტიკურად შეხედვა პოლიტიკოსის მხრიდან არ არის სწორი.

„შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომისია იყო შექმნილი. ეს კომისია მაშინ შეიქმნა, როცა მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, საერთოდ შესული არ იყო პარლამენტში. 50/50-ზე არ გამოდიოდა. მეორე, რაოდენობრივად ავიღოთ, რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო ჯამურად წინა პარლამენტში და რამდენია ახლა? ახლა არის ორჯერ მეტი თითქმის.

ეს არ ვარგა, ის არ ვარგა, კომისია არ შექმნა, აბა, რა გავაკეთოთ? მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს და შევეგუოთ და წინასწარ საფლავის ქვები დავიდგათ, ჩავწვეთ და არაფერი არ გვეშველებაო ვთქვათ. არ არის ეს სწორი, მით უმეტეს პოლიტიკოსებისგან როდესაც ისმის ეს. ზუსტად კომისიებია ერთ-ერთი ბერკეტი.

ყველაფრისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება არ არის სწორი. პარლამენტს აზრი არ აქვს, კომისიას აზრი არ აქვს, ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმას აზრი არ აქვს, მაშინ გვანახონ ამ ბატონებმა გზა თვითონ. გვანახონ და მოგყვებით, კი ბატონო. გვანახეთ რას აქვს აზრი და მოგყვებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წყარო: interpressnews

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *