პრორუსული ოცნების მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით ლუკაშენკოს ეს ქმედება მიუღებელია. ვაშაძე აცხადებს, რომ ეს ყოველივე “ქართული ოცნების” მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია

“მიუღებელი და შემაშფოთებელია, როდესაც აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონისა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით ჩავიდა. ღიად და მკაფიოდ მინდა ავღნიშნო, რომ ეს ყოველივე პრორუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია. პრორუსული ოცნების მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა. ფაქტია, რომ ლუკაშენკო არაფრად აგდებს საქართველოს ხელისუფლებას, ის ცდილობს, რომ აფხაზეთის საკითხით პუტნს თავი მოაწონოს, და დაანახოს, რომ მის მხარეს იჭერს და ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირ მკვეთრ და მკაცრ პასუხს არ ელოდება. ლუკაშენკო პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. პუტინის მმართველობა დასასრულს უახლოვდება, მასთან ერთად აუცილებლად დასრულდება მისი მარიონეტი ლუკაშენკოსა და პუტინისტური ქართული ოცნების მმართველობაც” – გიორგი ვაშაძე

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *