პაატა მანჯგალაძე – ლუკაშენკო რასაც აკეთებს, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა – ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით

ლუკაშენკო რასაც აკეთებს, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა – ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გამაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას გამოეხმაურა.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ირჩევს პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და დაუცველს ტოვებს ოკუპანტთან.

“ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია, მისი ჯამბაზი და რასაც ის აკეთებს, ეს არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით საქართველოს ინტერესებისთვის, ვერ განვახორციელებდით სტრატეგიულ ამოცანებს. ერთიანი საქართველოს იდეა შეიძლება მიიღწეს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და არა ყოველ დღე ევროპის და ამერიკის თავდამსხმელი განცხადებებით. სად არის დღეს ის ოთხეული?! ვინმემ ნახა განცხადება, სადაც ლუკაშენკოს ამ ვიზიტს გმობენ? რატომ არ გააკეთეს გუშინვე ამაზე განცხადება. შვეიცარიის სასამართლო და მათი დემოკრატია რომ არ მოსწონდათ, ლუკაშენკოს დემოკრატია მოსწონთ?! რატომ არ ითხოვენ ბელარუსის ელჩთან შეხვედრას, იქნებ ბელარუსი გვაძალებს ომს?! ამ ოთხეულის, ივანიშვილის მარცხენა ხელი რომ არის, განცხადება ნახეთ ამაზე?!”- განაცხადა მანჯგალაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *