გიორგი ვაშაძე





თავმჯდომარე

გიორგი ვაშაძე არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული.  მიღებული აქვს ორი  ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში და სამართლის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელობისას (საქართველო, 2006-2010) მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ბიომეტრიული პასპორტების, პირადობის მოწმობების, ციფრული ხელმოწერის, მოქალაქის პორტალის- www.my.gov.ge, ერთიანი დემოგრაფიული რეესტრის, ვიზუალური ამოცნობის, დაჩქარებული მომსახურების, დისტანციური მომსახურების (ონლაინ, დარეკეთ სახლში), Baby Book პროექტები და ა. შ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში, გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით და უშუალოდ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთერთი ყველაზე წარმატებული იყო იუსტიციის სახლების დაფუძნება (2011 წელს), რომელმაც 2012 წელს გაეროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო საჯარო სამსახურის სფეროში. იუსტიციის სახლები მუშაობდნენ ხარისხის, სისწრაფისა და სიმარტივის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობდა ერთ სივრცეში მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის ყველა ტიპის სახელმწიფო მომსახურების გაწევას. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე ჩართული იყოს საბაჟო სამსახურის ზონების გამართვასა და კოორდინაციაში, სადაც მოვაჭრეებს შეეძლოთ დოკუმენტების  გამარტივებული ფორმით წარმოება. გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა პროექტებმა და სხვა ინსტიტუციურმა თუ მარეგულირებელმა რეფორმებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოს, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებულ ბიზნესის კეთების კვლევაში ერთერთი მაღალი პოზიცია დაეკავებინა.

გიორგი ვაშაძე არის ინოვაციებისა და განვითარების ფონდის  (IDF) ერთერთი დამფუძნებელი. 2014 წლიდან აღნიშნული ფონდი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ქვეყნის რეფორმების განხორციელებაში და თვისი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის წარმატებულ პროექტში საჯარო შესყიდვების სფეროში (Prozorro) და საჯარო რეესტრის/მომსახურების სახლების (Gotovo) დაფუძნებაში, ასევე, სახელმწიფო ანტი-კორუფციული ბიუროს (NABU) ჩამოყალიბებასა და უზენაესი სასამართლოს ანტი-კორუფციული (HACC) კანონმდებლობის შექმნასა და მიღებაში, და ბოლოს, უკრაინის ეკონომიკური მოდერნიზაციის კანონმდებლობის შექმნასა და მიღებაში.

2012-2016 წლებში გიორგი ვაშაძე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2016 წელს გიორგი ვაშაძემ დაარსა პარტია „ახალი საქართველო“.  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს,  გიორგი ვაშაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის საერთო შტაბის ხელმძღვანელი.

გიორგი ვაშაძე არის ქვეყნის განვითარების გეგმის „სტრატეგია აღმაშენებელი“ იდეის ავტორი და დამფუძნებელი, რომლის პირველი პრეზენტაცია 2019 წლის 1 ოქტომბერს შედგა. 2020 წელს „ახალი საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომლის თავმჯდომარეც გიორგი ვაშაძეა.

სერგო ჩიხლაძე სტრატეგია აღმაშენებელი ჯანდაცვა

სერგო ჩიხლაძე

სერგო ჩიხლაძე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ნიუ ორლეანის ტულენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

სერგო ჩიხლაძეს აქვს პროექტების მართვის 15 წლიანი  გამოცდილება. 2008 წლიდან დღემდე ის ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების (გაეროს სააგენტოები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გლობალური ფონდი, ევროკავშირი  და სხვ.) მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში.  სერგო ჩიხლაძე ასევე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ  მოღვაწეობას. 2005-2009 წლებში იყო ქართულ-ამერიკული აკრედიტებული სამედიცინო კოლეჯის დეკანი.

სერგო ჩიხლაძე არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰამფრის პროგრამის სტიპენდიანტი. მას მიღებული აქვს სახელობითი სიგელები აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისაგან.  ის არის ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წევრი,  როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი, შიდსის ასოციაცია და სხვ.

2013-2014 წლებში სერგო ჩიხლაძე მუშაობდა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემების განვითარების, კერძოდ კი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.  2014 წლიდან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი და კონსულტანტი, ის ჩართულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე რეგიონულ პროგრამებსა და ინიციატივებში, როგორიცაა ჯანდაცვის სფეროს რეფორმები, ელექტრონული ჯანდაცვა, პირველადი ჯანდაცვა, ჯანდაცვის და სოციალური კვლევების დიზაინი და ანალიზი, პროგრამების შეფასება და სხვ.

2019 წლიდან სერგო ჩიხლაძე არის საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრთან არსებული ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი.  2015 წლიდან ის ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას საქართველოში. 2020 წლიდან სერგო ჩიხლაძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

თეონა ჭალიაძე teona chalidze სტრატეგია აღმაშენებელი

თეონა ჭალიძე

2016 წლიდან ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრია. ხელმძღვანელობს პარტიის სოციალურ მიმართულებას და ქალთა ორგანიზაციას.

თეონა ჭალიძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ათ წლიანი გამოცდილება. 2013-2014 წლებში იყო ისნის რაიონის გამგეობის, ტერიტორიული ერთეულის ნავთლუღის უბნის სამსახურის უფროსი. 2013 წელს მუშაობდა ისნის რაიონის გამგეობაში, იყო სოციალურ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2015-2016 წლებში იყო ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროექტების მენეჯერი და საინფორმაციო სააგენტო ,,ედიტორის“ რედაქტორი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში ,,სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ და ,,მედიატორი“, ხელმძღვანელობდა ა/ო-ს ,,ახალგაზრდული მოძრაობა – ჩვენი თაობა“.

განხორციელებული აქვს სამასზე მეტი შემეცნებითი, სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიება თუ პროექტი: „სოციალურად დაუცველთა გვერდით“, შემოქმედ ქალთა ფესტივალი, მოხალისე და მოხალისეობის მნიშვნელობა, ქალთა საინფორმაციო ფორუმი, 100 ქალი ძალადობის წინააღმდეგ, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად და სხვა.

პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე არის პროფესიით იურისტი-კონსტიტუციონალისტი. მას გააჩნია საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. მას გააჩნია კანონშემოქმედებითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

სხვადასხვა პერიოდში ის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კონსულტანტი, ადვოკატი კერძო საადვოკატო კომპანიაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი აუდიტორი, გურიის მხარის  გუბერნატორის მოადგილე.  არჩეული იყოს საკრებულოს წევრად.

2014-2016 წლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდენტური პროგრამის „საპარლამენტო იურიდიული კლინიკის“ ავტორი და ხელმძღვანელი. 2016 წლიდან  პაატა მანჯგალაძე არის ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. 2020 წლიდან – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორი.

გიორგი ხაბურზანია, სტრატეგია აღმაშენებელი

გიორგი ხაბურზანია

გიორგი ხაბურზანია არის პროფესიით იურისტი. დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 


მას გააჩნია საჯარო და სამოქალაქო სექტორში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ქ. თბილისის მერიაში,


 იყო არასამათავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე მუშაობდა ,,IDF ინოვაციების და განვითარების ფონდში“. 


2016-2020 წლებში გიორგი გახლავთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეის ავტორი.

ანა კობახიძე სტრატეგია აღმაშენებელი

ანა კობახიძე

ანა კობახიძემ 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნე. ამჟამად არის საჯარო მმართველობის მაგისტრანტი.

2010 წელს მუშაობდა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში,  2012 -2013 წლებში გახლდათ სასწავლო-შემეცნებითი პროცესის სამსახურის უფროსი –   საქართველოს მოსწავლე  ახალგაზდობის ეროვნულ სასახლეში, 2013 -2014  წლებში, ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის იურისტი. 2014-2016 წლებში კი ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდში“ ხელმძღვანელობდა რამოდენიმე პროექტს. 2016 წლიდან  მ.პ.გ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების ხელმძღვანელი.

2008 წლიდან დღემდე არის  საარჩევნო ადმინისტრაციის სერთიფიცირებული მოხელე. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო პროგრამებში ,,ახალგაზრდა პოლიტიკოსების სკოლა“, ,,პოლიტიკოს ქალთა აკადემია“ და სხვა. ამჟამად კი არის ,,ეროვნული უსაფრთხოებისა და მედია კომუნიკაციების“ პროგრამის მონაწილე.

მიჰყავდა საავტორო გადაცემა ,,სასამართლო სისტემა“ რადიო კომერსანტზე. წარმოადგენს რამოდენიმე რეფორმის თანავტორს, როგორებიცაა მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა.

2016 წლიდან დღემდე გაერთიანებას წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ნანა ტოხვაძე სტრატეგია აღმაშენებელი, განათლების მიმართულება

ნანა ტოხვაძე

ნანა ტოხვაძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2017 წლიდან ნანა ხელმძღვანელობს განათლების მიმართულებას და  არის განათლების ძირეული რეფორმების პაკეტის, „განათლების ქართული მოდელის“, თანაავტორი.

აკადემიური განათლება – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგი. მისი პროფესიული კარიერა დაკავშირებულია  თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და თარგმანის ავტორი, წიგნის რედაქტორი.

ნანა ტოხვაძემ ათენში დააფუძნა პირველი ქართული სკოლა, რითაც 2012-2015 წლებში 150-ზე მეტ ემიგრანტ მოზარდს მისცა სრულფასოვანი განათლება მშობლიურ ენაზე.

2012 წელს დაასრულა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიების პროფესიული კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ნანას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის, კონფლიქტების მართვისა თუ ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის საკითხებზე. ნანა ტოხვაძე არის მრავალი საერთაშორისო სემინარის, ტრენინგ კურსისა და სიმპოზიუმის მონაწილე. 2018 წელს, EECMD-ის ორგანიზებით მონაწილეობდა მრავალპარტიულ დელეგეციაში ტუნისში. 2019 წელს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის ორგანიზებულ სემინარზე წარმოადგენდა საქართველოს „საერთაშორისო ლიდერთა აკადემიაში“, გერმანიაში.

ლაშა დიაროვი

ლაშა დიაროვმა 2017 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2019 წელს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის დოქტორანტი.

 

ლაშა დიაროვი 2013-2014 წლებში მუშაობდა  ქ. საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ. 2016-2017 მ.პ.გ. „ახალი საქართველოს“ თანადამფუძნებელი და საარჩევნო საკითხების ტრენერი. 2017-დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის“ თავმჯდომარე.  2018 წელს ის იყო გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის წევრი, ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი, ოფისის მენეჯერი.

 

2018 წლიდან ლაშა დიაროვი არის „ახალი საქართელოს“ და ახლა უკვე პარტია „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი და საარჩევნო შტაბის წევრი.

ალექსი ნონიაძე სტრატეგია აღმაშენებელი

ალექსი ნონიაძე

ალექსი ნონიაძე -ინჟინერ-ეკონომისტი, ინჟინერიის დოქტორი, პროფესორი.

2002 წელს  დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი.  2005 წელს იმავე ინსტიტუტის მაგისტრატურა. 2014 წელს ალექსი ნონიაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

2003-2020 წლებში ალექსი ნონიაძე მოღვაწეობდა  უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა თანამდებობებზე – უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი.

2007-2013 წლებში ალექსი ნონიაძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პრორექტორია.  2011- 2012 წწ. – საქართველოს ელექტრონული სპორტის ფედერაციის  ვიცე პრეზიდენტი. 2018-2020 წწ. – სააგენტო „პარალელის“, ექსპერტ/ანალიტიკოსია.

2020 წლიდან მიყავს რადიო „კომერსანტზე“ საავტორო გადაცემა „აგრო სექტორი“.

2018 წლიდან ის არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი და სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი.

გიორგი თევდორაძე

გიორგი თევდორაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში. 1992-97 წლებში სწავლობდა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2003 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში  ქალაქის მერის მრჩევლად. 2004-2007 წლებში მუშაობდა იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის მოადგილედ.

2009-2012 წლებში იყო ქუთაისის მერი.

2012-2016 წლებში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.

გიორგი თევდორაძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი და იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტი 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.

1999-2002 წლებში მიენიჭა თსუ-ს ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური  ხარისხი დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით. 2002-2005 წლებში დაამთავრა თსუ-ს ასპირანტურა და ამჟამად არის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2015-2016 წლებში მიენიჭა ლონდონის კინგს კოლეჯის  მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოება და სტრატეგიის სპეციალობით. იმავე წლებში გაიარა თავდაცვის სამეფო კოლეჯის უმაღლესი სტრატეგიული დონის კურსი.

2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების განხრით.  2014-2018 წლებში იყო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

თეონა აქუბარდია არის თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი.

დავით თოფურია

დავით თოფურია პროფესიით არის თეოლოგი. 2006 წელს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მიენიჭა საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებლის კვალიფიკაცია. ის აქტიურად არის ჩართული მნიშვნელოვანი კულტურულ -რელიგიურ ძეგლების მშენებლობა რესტავრაციაში.

2010 -2014 წლებში ის არჩეულ იქნა და მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. 2016 წლიდან არის პარტია ,,ახალი საქართველოს“ და შემდეგ უკვე „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ბექა დიასამიძე

ბექა დიასამიძე

ბექა დიასამიძემ 2009 წელს დაამთავრა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით სამართალმცოდნეობაში. 2017-2018 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) პოლიტოლოგიისა და საჯარო მართვის კუთხით.

 

2007-2009 წლებში ბექა მუშაობდა იურისტად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიული დეპარტამენტი. 2010-2015 წლებში იყო შპს „გივერის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2015-2016 წლებში შპს „გლობალ ექსპერტის“ დირექტორი.

 

2016 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2016 წლიდან არის პარტია “ახალი საქართველოს“ ერთერთი თანადამფუძნებელი. 2017 წელს ის იყო მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის 70-ე ოლქში. ბექა დიასამიძე არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.

დავით ცეკვავა

დაიბადა 1976 წელს ქალაქ სოხუმში ქართულ-აფხაზურ ოჯახში.

მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით 2003-2012 წლებში განხორციელდა საჯარო ფინანსების მართვის და საგადასახადო სისტემის მეორე ფართომაშტაბიანი რეფორმა, რომელმაც უზრუნველყო საჯარო ფინანასების მართის და თანამედროვე ადმინისტრირების სისტემის დანერგვა და ციფრული ტრანსფორმაცია. ამავე წლებში, დავით ცეკვავას უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მაშტაბური რეფორმა, რომელიც ასევე ითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის სრული ციკლის ოპტიმიზაციას, ავტომატიზაციას და სრულმასშტაბიან ციფრულ ტრანსფორმაციას.

2005 – 2012 წლებში დავით ცეკვავა ასევე ხელმძღვანელობდა ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნის პროექტს, რომელმაც საქართველოში იყო პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო საინფორმაციო ქსელი.

ბოლო წლებში დავით ცეკვავა დაკავებულია კერძო ბიზნესით, უწევს საკონსულტაციო მომსახურებას უზბეკეთის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების მთავრობებს რეფორმების მიმართულებით.

ის არის საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

შორენა ლობჟანიძე

1995-200წწ. დაამთავრა ი.ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

1997წ. კომპიუტერული სკლა ,,იმკო“;

2019წ. წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახ. კოლეჯი.

პირველადი პროფესიით არის პედაგოგი, შემდგომ ბუღალტერი, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი და მენეჯერი.

2003–2007წწ.  მცირე სიმძლავრის ელექტრონული ტექნოლოგიების მეცნიერულ კვლევათა ინსტიტუტის ადამიანური რესურსების სპეციალისტი  .

2012-2015წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონა“ – მთავარი რედაქტორი

2016 წლიდან „ახალი საქართელოს“ და ახლა უკვე პარტია „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი, ეთნიკური და რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი.

 

2012 წლიდან დღემდე შორენა ლობჟანიძე არის არაერთი პეტიციის და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მათ შორის: ,,მძიმე სასკოლო სახელმძღვანელოები ვნებს ბავშვს ჯანმრთელობას“, ,,სიცოცხლის ფანჯარა“ და სხვ.

 

შორენას არის არაერთი საერთაშორისო სემინარის, ტრენინგ კურსის, სიმპოზიუმის და სიმულაციის მონაწილე. მათ შორის:  ISFED, GSAC, NDI, Georgian Progressive Forum, MSPA, UN Georgia,  LAB Technologies, WDNG, EMC, ASB Georgia,  International Centre for Social Research and Policy Analysis. 2021 წელს მონაწილეობა მიიღო

რეგიონული დემოკრატიული ჰაბი – კავკასიის ონლაინ ინფორმაციის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიასა და ანალიზში და Crisis Response Simulation exercise 2021-ში

 2021 წელს შონაწილეობა მიიღო კრიზისებს მართვაში და სიმულაციაში