გიორგი ვაშაძე – შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს

„გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ეკონომიკური კუთხით მჭიდრო პარტნიორობაზე.

შეხვედრისას საუბარი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, სადაც კამერონმა ქართველი ხალხის მისამართით მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ბრიტანეთი განიხილავს და არ გამორიცხავს რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში.

ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

მესამე, 26 ოქტომბერი, ყველა ამას უყურებს, რადგან ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი. ვცვლით „ქართულ ოცნებას”, ვცვლით ამ პრორუსულ ძალას, სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ უფრო გავაღრმაოთ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *