
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს, ევრაზიის რეგიონის დირექტორს სტეფან ნიკსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი IRI-სთან ორმხრივ ურთიერთობებს ეხებოდა. ასევე, საუბარი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და დემოკრატიული რეფორმების საკითხს შეეხო.
„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები IRI-სთან, საქართველოში მიმდინარე პროცესები, დემოკრატიული რეფორმები, პარტიების განვითარება და მხარდაჭერა. ჩვენ მათ ის საჭიროებები გავაცანით, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს და თუ როგორ შეუძლია IRI-ს დაგვეხმაროს. საუბარი ასევე, საქართველოს შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებს, რეფორმებს შეეხო და მათი დაჩქარების შესაძლებლობები განვიხილეთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Add a Comment