გიორგი ვაშაძე – დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს ჩვენი საზღვარი, რომ საქართველოს უტანკო ანექსია არ მოხდეს – რუსეთის დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საზღვარზეა მომდგარი

აუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს ჩვენი საზღვარი, რომ საქართველოს უტანკო ანექსია არ მოხდეს – ჩვენი დათვლებით, რუსეთის დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საქართველოს საზღვარზეა მომდგარი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან პრემიერ- მინისტრს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მოუწოდა თქვან, რას გეგმავენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

„საქართველო დგას უმძიმესი საფრთხის წინაშე, უტანკო ანექსია შეგვიძლია დავარქვათ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის ნომერ პირველი საფრთხე დღეს. არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ ვინმემ, ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობოლო. მე მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, სად ხართ ?! რას აკეთებთ?! რატომ ხართ ჩუმად?! ერთი ჯერ კიდევ პრემიერი ხართ და მეორე ჯერ კიდევ პრორუსული პარტიის თავჯდომარე, რატომ არ გამოდიხართ და არაფერს არ ამბობთ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ?! ბოლო განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა ეს იყო არგუმენტების შექმნა და მტკიცებულების გადაცემა ვლადიმერ პუტინისთვის, იმიტომ რომ მან სამხედრო აგრესიაც განახორციელოს საქართველოში. ვერაფერს ის ვერ გაბედავს! ამისი მას არც თავი აქვს, არც ერთი ადგილი აქვს. საქართველოში იქნება მშვიდობა! ამის გარანტი სხვათაშორის არიან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და არა პრორუსული ,,ქართული ოცნება” , მაგრამ დღეს მე მივმართავ ორივე ირაკლის: რას აპირებთ ?! გვითხარით კონკრეტული პასუხი და თუ თქვენ არაფერს არ აპირებთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მე არ ვაპირებ ჩემი სამშობლო დავუთმო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ფაქტობრივად უტანკო ანექსიის პროცეს ახორციელებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვეკითხები, რამდენიმე კვირაში, როდესაც ნახევარი მილიონ რუსეთის მოქალაქეს აღმოვაჩენთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენი ადგილი სად იქნება ?! როდემდე უნდა ვუყუროთ პროცესს, რომელიც არის ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული და ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ?! ახლა არის მოქმედების დრო და კიდევ ერთხელ, ,,სტრატეგია აღმაშენებელის” სახელით, მივმართავ ორ ირაკლის მაინტერესებს კონკრეტულად, რას აპირებთ?! თუ იქნება თქვენი მხრიდან ისევ რუსეთისთვის სასარგებლო განცხადებები, მერე ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *